საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი სეთურიძე კერძო სექტორში დაბრუნდა. ის მისი ოჯახის ბიზნესს ,,საერთაშორისო ინვესტიციების საკორდინაციო ცენტრს“ დაუბრუნდა, რომელი კომპანიაც ლოჯისტიკით, ჰიდროენერგეტიკით და დეველოპერული პროექტებით არის დაკავებული. როგორც bm.ge-თან სეთურიძე აცხადებს, საჯარო სექტორში დაბრუნებას არ აპირებს და არ არის გამორიცხული მალე ახალ ბიზნესშიც ვიხილოთ.
„სერიოზული შემოთავაზებები მაქვს მსხვილი სამშენებლო კომპანიებიდან, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.
გიორგი სეთურიძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის გადადგომის შემდეგ დატოვა. მაშინ მან განაცხადა, რომ თანამდებობის დატივების მიზეზი ბანალურია და მას სურდა საკადრო პოლიტიკაში ახალი მინისტრისთვის კომფორტი შეექმნა.

























