მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი სიგუა: ანაკლიიდან კოლუმბიაში - 5-11 მაისს GEM FEST კარტახენაში გაიმართება

605d950ddae19
თელარა გელანტია
26.03.21 13:44
2830
5-11 მაისს GEM FEST კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში გაიმართება. ამის შესახებ bm.ge-ს ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ განუცხადა. 

მისი თქმით, Line UP-ის პირველი ნაწილი გამოცხადებულია და 1 კვირაში მოსაწვევების გაყიდვა დაიწყება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთი, დაახლოებით, 1 000 დოლარი ეღირება. 

როგორც გიორგი სიგუა ამბობს, ჰყავს სამხრეთ ამერიკელი პარტნიორები და ზაფხულის განმავლობაში GEM FEST-ის მექსიკასა და კოსტა რიკაში ჩატარებასაც გეგმავს.



„რატომ კოლუმბია? - GEM FEST-ში ინვესტირება მოახდინა ივენთმენეჯმენტის სამხრეთ ამერიკულმა კომპანიამ. აქ ფანტასტიური კლიმატია, გაცილებით რბილი covid-შეზღუდვებია, ვიდრე ევროპაში, ამიტომ გადავწყვიტეთ კოლუმბიით დაგვეწყო. ვაპირებთ ღონისძიებები მექსიკასა და კოსტა რიკაშიც ჩავატაროთ. დიდი ფესტივალი და გრანდიოზული შეკრება ვერ იქნება, მაგრამ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ვუმასპინძლებთ“, - აღნიშნა სიგუამ, რომელიც შორი მანძილის მიუხედავად ფესტივალზე საქართველოს მოქალაქეებსაც ეპატიჟება.

„დაწერეთ კომენტარებში რამე ჭკვიანური (გვირჩიეთ რამე, მოყევით, გაიხსნეთ ისტორია, მოკლედ, რაც მოგაფიქრდებათ) და ვის კომენტარსაც ექნება ყველაზე მეტი გამოხმაურება, ამოვარჩევთ და 4 ან 5 მაისს ჩამოგაქროლებთ კოლუმბიაში, ქალაქ კარტახენაში. პირველ მაისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გამოვავლენთ ბედნიერ რჩეულებს“, - ნათქვამია GEM FEST-ის Facebook-გვერდზე გამოქვენებულ პოსტში.

ტურისტული მიზნებისათვის კოლუმბიის რესპუბლიკაში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმია დაწესებული.

ცნობისთვის: კარტახენა ქალაქია ჩრდილოეთ კოლუმბიაში, კარიბის ზღვის სანაპიროზე. მოსახლეობა 1 075 000 კაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები