GemFest-ის დამფუძნებელ გიორგი სიგუას განცხადებით, GemFest-2018-ის Line-up 10 აპრილს გამოცხადდება.
როგორც სიგუამ BM.ge-ის განუცხადა, “ჰედლაინერებთან” მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ახლაც გერმანიაში მივდივარ. უკვე გაყიდულია ათასობით ბილეთი. ჩვენი მიზანია, ათი-ათასობით ბილეთი გავყიდოთ და რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი მოვიზიდოთ ანაკლიაში; დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ“, - აღნიშნა მან.
BM.ge-ის კითხვას - შეირჩა თუ არა ანაკლიაში კონკრეტული ადგილი, სადაც GemFest-2018 ჩატარდება, სიგუამ შემდეგი პასუხი გასცა:
„საკადასტრო კოდები ამოვიღეთ. ხვალ ან უფრო მომავალი კვირის დასაწყისში მივმართავთ სახელმწიფოს მიწის იჯარით გადმოცემასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ უარს მივიღებთ, არც ეგ იქნება პრობლემა. ანაკლიაში ფიზიკური პირების საკუთრებაში არის საკმარისი მიწა და შევძლებთ ადგილობრივებისგან ავიღოთ იჯარით“, - განაცხადა გიორგი სიგუამ.
შეგახსენებთ, რომ GemFest-2018 9-12 აგვისტოს ანაკლიაში გაიმართება. საქართველოს მთავრობა წელს გიორგი სიგუას ელექტრონულ ფესტივალს ფინანსურად არ დაეხმარება.

























