მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურს მთავრობის მაღალჩინოსნების საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

5a9264ecd579b
თელარა გელანტია
25.02.18 11:23
1255
გიორგი სიგუა საგამოძიებო სამსახურს მთავრობის მაღალჩინოსნების საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

GEM FEST-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა საქართველოს მთავრობის ზოგიერთ წევრს კორუფციაში დებს ბრალს, მაგრამ კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს.

სიგუამ BM.ge-თან ინტერვიუში სიგუა აცხადებს, რომ GEM FEST-თან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება „ტყუილი ალიაქოთი იყო, რომელიც მთავრობამ ატეხა“.

„საგამოძიებო სამსახურმა ქექა, ქექა და დადო 82-გვერდიანი დასკვნა, რომ თურმე გიორგი სიგუას ფული საერთოდ არ ჰქონია მიღებული სახელმწიფოსგან და შესაბამისად, არაფერი მოუპარავს; მოპარვით იპარავენენ მთავრობაში ზოგ-ზოგიერთები - დღე და ღამე კორუფციაში არიან ჩაფლულები“, - განაცხადა სიგუამ და საგამოძიებო სამსახურს ამ მხრივ დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„კორუფციაში ჩაფლულია ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი, ჭკვიანი გამომეტყველებით და გაბღენძილი სახით, ჭკუას რომ გვარიგებს ტელეეკრანიდან; ფინანსური პოლიცია და საგამოძიებო ორგანოები მათი საქმიანობით უნდა ინტერესდებოდნენ და არა GEM FEST-ის ბილეთების გაყიდვით“, - აცხადებს GEM FEST-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები