მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ტაბიძე: თიზ–ები ქვეყნის განვითარებას პარალელურად უნდა გაჰყვეს

5cf1695cc54a0
ანუკა ჯოხაძე
01.06.19 14:55
2186
"თიზ–ები პარალელურად უნდა გაჰყვეს ქვეყნის განვითარებას", - ამის შესახებ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლებში საკანონმდებლო კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა თიზ–ს თავისი უპირატესობები გარკვეულწილად დაუკარგა. ტაბიძე იმასაც ამბობს, რომ თიზ–ის კონცეფციიდან გამომდინარე, ხშირად ბანკებს უჭირთ კომპანიებთან თანამშრომლობა.

"კანონმდებლობა ზოგადად მოძველებულია, 10-12 წლისაა და შესაბამისად, ახლა სხვა რეალობაა, ელემენტარულად დაბეგვრის კუთხით. ამ ბოლო წლების განმავლობაში ზოგადად, საგადასახადო ტვირთი საქართველოში იმდენად შემსუბუქდა, რომ რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში კომპანიისთვის რამდენად მიზანშეწონილია თიზ–ში განთავსება, ეს უკვე კითხვის ნიშნებს ბადებს.

თიზ–ი, იქიდან გამომდინარე, რომ არის თავისუფალი სავაჭრო ზონა და არის კომპანიებისთვის ე.წ ნავსაყუდელი, ბანკები გარკვეულწილად სკეპტიკურად უყურებენ თიზ–ის კომპანიებსა და მათ ოპერაციებს. შესაბამისად, ბანკებსაც საკმაოდ დიდი პრობლემები ექმნებათ თავიანთი რეგულატორიდან ცოტა საეჭვო კომპანიის მომსახურებაში. შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს მათი მხრიდან ანგარიშების დახურვის მიზეზი. თიზ–ები პარალელურად უნდა გაჰყვეს ქვეყნის განვითარებას. ქვეყანა თუ გახდება მიმზიდველი საკმაოდ დიდი კომპანიებისთვის, შესაბამისად თიზ–ებიც მათთვის მიმზიდველი გახდება. უფრო მეტად უნდა მოხდეს თიზ–ების ფრომოუშენი. შეიძლება, მათემატიკურად თიზ–ს იმხელა ბენეფიტი არ ჰქონდეს საგადასახადო კუთხით, თუმცა იქ არის ბევრი სხვა რამ, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს", - აცხადებს გიორგი ტაბიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები