მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი თაბუაშვილი: ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ლარის რყევები არ იყოს უეცარი და დიდი

5774fb2621ec1
BM.GE
30.06.16 14:56
1149
"ჩვენ და ეროვნული ბანკი ერთობლივად ძალიან კოორდინირებულად ვმუშაობთ, რომ ლარის უეცარი რყევები არ მოხდეს“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ლარი არცერთ ვალუტაზე მიბმული არაა და შესაბამისად მასზე გავლენა შესაძლოა ბევრ ფაქტორს ჰქონდეს. მაგალითად მინისტრის მოადგილემ ბრიტანეთის რეფერენდუმი, საგარეო ვაჭრობის დინამიკა და მოლოდინები დაასახელა.
 
"არის როგორც გამყარებისკენ მოძრაობა, ასევე გაუფასურებისკენ. ეროვნული ბანკის და მთავრობის ამოცანაა, ეს რყევები არ იყოს უეცარი, დიდი და შევინარჩუნოთ სტაბილურობა“, - განაცხადა თაბუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები