მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი თაბუაშვილი: ლუდის აქციზის გადახედვა მიმდინარე წელს მოხდება

58e48ccb0f4c0
სალომე მეცხვარიშვილი
05.04.17 10:17
1583
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, ლუდის ქციზის გადახედვა მიმდინარე წელს მოხდება, თუმცა ის ვერ აკონკრეტებს მოესწრება თუ არა ეს ლუდის სეზონის დაწყებამდე.

"სურვილები არის, მანამდეც იყო სურვილები, ჩვენ ვმუშაობთ გვაქვს გარკვეული ვალდებულება აღებული რომ მოვახდინოთ აქციზის დაბეგვრის სისტემის ჰარმონიზაცია ევროდირექტივებთან. მათ შორის იგულისხმება აქციზის განაკვეთის ცვლილება ალკოჰოლის მოცულობის მიხედვით. ვფიქრობთ, რომ წელს ეს ნაბიჯები გადაიდგმება", - ამბობს თაბუაშვილი.

კითხვაზე, მოხდება თუ არა აქციზის გადახედვა პირველ მაისამდე, როგორც ლუდის სექტორის ნაწილი აცხადებს, თაბუაშვილი პასუხობს: "შარშან, რომ არ იყო, სეზონს შეეშალა ხელი? ვნახოთ, დაველოდოთ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები