მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი წიტაიშვილმა “გრანადა” დატოვა და კარიერას “მეცში” გააგრძელებს

წიტაიშვილი მეცში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 24 წლის გიორგი წიტაიშვილი სოციალურ ქსელში მის აწ ყოფილ კლუბ “გრანადას” დაემშვიდობა და ესპანელებს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

“მინდა კლუბის ყველა წევრის - სამწვრთნელო შტაბის, ფეხბურთელების, მენეჯმენტისა და კულისებში მომუშავე ყველა პირის მიმართ დიდი მადლიერება გამოვხატო იმისთვის, რომ პირველივე დღიდან თავი როგორც საკუთარ სახლში, ისე მაგრძნობინეს. მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჩემს მიმართ გამოხატული რწმენისთვის. უდიდესი სიამოვნება იყო ამ მაისურის ტარება და ამ ლოგოსთვის როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმა ყველაფრის გაღება. გულშემატკივრებო, მადლობას გიხდით სეზონის განმავლობაში თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ვნებისა და ენერგიისთვის როგორც კარგ, ისე რთულ მომენტებში. კლუბისადმი თქვენი სიყვარული ნამდვილად განსაკუთრებულია და ამას ყოველთვის ვგრძნობდი, როდესაც მოედანზე გავდიოდი“. - წერს გიორგი წიტაიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქართველი შემტევი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში ახლადაღზევებულ “მეცში“ გააგრძელებს. წიტაიშვილი კლუბთან 1-წლიანი მშრალი იჯარით გადავა, სეზონის დასრულების შემდეგ კი დიდი შანსია “მეცს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს, რადგან კიევის “დინამოსთან“ არსებული კონტრაქტი სწორედ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ ამოეწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები