მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო

ტუხა
10.04.24 16:07
129

2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება.

დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.

ნომინაციები შემუშავდა გიორგი ტუხაშვილის პერსონიდან გამომდინარე - თუ რა ღირებულებებს ატარებდა და რისთვის იბრძოდა. გიორგი მყარი ღირებულებების მატარებელი, განსაკუთრებულად პოზიტიური და ენერგიული იყო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. ის იყო თვითგანვითარებაზე ორიენტირებული, რომელიც მუდმივად ცდილობდა საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმისთვის მიეღწია. გიორგის ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება ემსახურება სწორედ მისი ღირებულებების წინ წამოწევას და ამით მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის გაგრძელებას.

დაჯილდოების შესახებ:

დაჯილდოება იქნება ყოველწლიური და სიმბოლურად ჩატარდება 30 მაისს, გიორგის დაბადების დღეს (წლევანდელი გამონაკლისით). წლევანდელ დაჯილდოებას, რომელიც 28 მაისს ტარდება, ექნება 8 ნომინაცია და ღია იქნება როგორც საკუთარი თავის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.

გაიცანით ნომინაციები:

  • Boldest Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების გაძლიერება. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ სტარტაპი, რომელმაც წლის მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი და სისტემური პროგრესი მისი დიდი მიზნების გზაზე. ამ კატეგორიას ეყოლება ორი გამარჯვებული - ერთი ქალის, და მეორე კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი.

  • Impact Startup: ეს არის სტარტაპისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ისეთი მაღალი მასშტაბირების მქონე სტარტაპის აღიარება, რომელსაც ამავდროულად მოაქვს პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე ან გარემოზე.

  • Servant Leader: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ფარული ლიდერი, თავმდაბალი და ღირებულებების მატარებელი ადამიანი, რომელიც სხვების მხარდაჭერით არის დაკავებული პირადი ინტერესების ან თვით-პიარის გარეშე. როგორც უანგარო ლიდერი, ის პირველ რიგში თავისი ქმედებებით და საქმიანობით მაგალითს აძლევს თავისი გუნდის წევრებს და სტარტაპ ეკოსისტემას.

  • Startup Gemini: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია, აღიაროს სტარტაპ სფეროს განმანათლებელი. ადამიანი, რომელიც მუდმივად ზრუნავს თვითგანვითარებაზე და ახდენს სტარტაპ კულტურის და სხვა საკითხების პოპულარიზაციას ბლოგების თუ ვლოგების საშუალებით.

  • Mindful Founder: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია მენტალური ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის როლური მოდელის წახალისება. ადამიანის, რომელიც გააზრებულად უდგება თვით-ზრუნვას და მსგავს მაგალითს აძლევს სტარტაპ საზოგადოებას.

  • Teen Founder: ეს არის 18 წლამდე სტარტაპ დამფუძნებლისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია ტექნოლოგიური სტარტაპების წახალისება ახალგაზრდებს შორის. ამ კატეგორიაში, გვსურს ვაღიაროთ ახალგაზრდა დამფუძნებელი, რომელმაც წლის მანძილზე მოახდინა მნიშვნელოვანი პროგრესი კომპანიის შექმნა და განვითარებისთვის.

  • Super Connector: ეს არის ინდივიდისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ადამიანების დაკავშირებაში მათი დიდი სტარტაპ მიზნების მისაღწევად.

  • Super Angel: ეს არის სტარტაპ ინვესტორისთვის განკუთვნილი ჯილდო, რომლის მიზანია აღიაროს ადამიანი, რომელიც სტარტაპისთვის აკეთებს მეტს ვიდრე დაფინანსება. ადამიანი, რომელიც არის სტარტაპისთვის შესაძლებლობების შემქმნელი მათთვის ახალი კავშირების დამყარების, ახალ ბაზრებზე წვდომის გახსნის, საკუთარი ექსპერტიზით მენტორინგის, თუ სხვა კუთხით.

რეგისტრაცია და წარდგენის ბოლო ვადა:

შემოსული განაცხადების საფუძველზე, ნომინაციის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. დაჯილდოება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვან პრიზებთან, როგორიცაა: სამოგზაურო გრანტი საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, გრძელვადიანი მენტორინგი, სასწავლო სტიპენდია სამეწარმეო ან ტექნიკური კურსის გასავლელად და სხვა.

  • კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2024

დაჯილდოება გაიმართება 28 მაისს, სადაც დასახელდება ჯილდოს თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები