მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხარჩილავა: ვამხელ, ვცვლი და ვქმნი „მცირე მთავრობას“

633ad5569f8e5
BM.GE
03.10.22 16:35
563
„გარდატეხა ქვეყნის მასშტაბით ქართულ პოლიტიკურ ველზე, რეჟიმის უძლეველობის მითის, ზოგად პოლიტიკურ განწყობებში, აზროვნებაში, რომ ოლიგარქიაზე გამარჯვება შესაძლებელია, რომ ძალაუფლების წყაროა ხალხი, რომ თუ ერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება ამ ძალაუფლების დაბრუნება და თავისუფალი არჩევანისთვის გადაცემა, მაშინ, ეს შეიძლება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში, მთელ საქართველოში!“, - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ხარჩილავა თვითმმართველობის არჩევნებიდან ერთი წლის თავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მერი წერს, რომ ხალხის დაკვეთა არის "მცირე მთავრობა" და ამ დაკვეთის შესასრულებლად რეფორმებს ატარებს და მომავალშიც გააგრძელებს.

„წალენჯიხელებო, ამ მიდგომისთვის, შიდა თავისუფალი არჩევანის შენარჩუნებისთვის და დაცვისათვის მადლიერია საქართველოს ყველა თავისუფალი მოქალაქე, დემოკრატიული, პროგრესული, ქვეყნისმოყვარე საზოგადოება, და, განსაკუთრებით გემადლიერებით, პირადად მე!

წინასაარჩევნოდ შეგხვდით, თითქმის ყველა ოჯახს!

თქვენგან ძირითადი დაკვეთა იყო:
√ ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა!
√ კორუფციის აღმოფხვრა;
√ "ოცნების“ მიერ შექმნილი მანკიერი მმართველობის შეზღუდვა, "მცირე მთავრობის" შემნა, ხარჯების ოპტიმიზაცია და მთავარი: „ბიუჯეტი ხალხს“
√ რეფორმები, რეფორმები და რეფორმები;
√ ანტისაოკუპაციო, პატრიოტული პოზიცია;
√ ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება;
√ საზოგადოებრივი ჩართულობა, გამჭვირვალეობა, დემოკრატია!
√ კოალიციური მმართველობა;

"ოცნების"ხელისუფლებისთვის ძალიან მტკივნეული გამოდგა, რომ ოპოზიციური მმართველობა იყოს წარმატებული, თუნდაც ერთ ადგილას, თუნდაც, ერთ მუნიციპალიტეტში, ამიტომაც ებრძვიან ორკესტრირებულად სამთავრობო ტელევიზიები, "ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაცია, დაქირავებული ტროლები, პარტიული ბოსები, ფრთისქვეეშა "ექსპერტები", ებრძვიან აშკარა და ებრძვიან შეფარულად, ებრძვიან, რადგან ფრთები ვერ გავშალოთ, თუნდაც დაზარალდეს მოსახლეობა (ფაქტები დაგროვდა საკმაოდ მეტი!!!)... ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ვიქნებოდი მუჭში მოქცეული, მართვადი, შეგუებელი მერი, რომელიც კომფორტის ზონაში მოექცეოდა და ისარგებლებდა "ოცნების" ცხოვრებისეული სიკეთეებით.

არასდიდებით: თქვენიანი, თქვენნაირი, შეგუებელი ვარ: ვამხელ, ვცვლი, ვქმნი, თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში "მცირე მთავრობას“ - მეტი სარგებელი ხალხს!“, - წერს წალენჯიხის მერი და ვრცელ პოსტში საბიუჯეტო რესურსების ეკონომიის მოკლე სტატისტიკაც მოჰყავს.

„მიმდინარე პერიოდში, თვითმმართველობის მასშტაბით, სახელმწიფო პოლიტიკურ და შიდა აუცილებლობისათვის, საწვავის ეკონომიამ შეადგინა 12 ტონა!

წალენჯიხის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მივლინებებში, მათ შორის უკრაინაში, ბიუჯეტიდან, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს!

სრულ ანგარიშს, გაწეული მუშაობის შესახებ, ჩაგაბარებთ უფლებამოსილების ცნობის წლისთავზე, ძვირფასო წალენჯიხელებო!“, - წერს ის.

ცნობისთვის: BMG გეგმავს, წალენჯიხის მერთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწეროს, რომელიც უახლოეს მომავალში BMGtv-ის ეთერში გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები