კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარედ მდგარი შენობა, რომელიც კომპანია "კაფსულოს" ეკუთვნის უჩვეულო არქიტექტურითა და მწვანე სახურავით გამოირჩევა. 9190 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დასრულდა.
20-მილიონიანი ინვესტიციით აშენებული ქარხანა ყავის კაფსულებს დაამზადებს. პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე ექსპორტზე გაიყიდება. საწარმოს გახსნიდან პირველი წლის განმავლობაში სამი სპეციალიზებული მაღაზიისა და ამდენივე კაფის გახსნა იგეგმება.




























