მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგიწმინდაში გზის საფარი ეწყობა

5b7194ca99973
BM.GE
13.08.18 18:22
651
გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში ამორტიზებული წყალარინების ქსელის მოწყობა 330 გრძივ მეტრზე განხორციელდა.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო მილხიდი და ამ ეტაპზე, გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 400 კვ.მ ფართობზე იგება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოებს შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები