მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გირჩი" მთავრობის ლარიზაციის გეგმაზე: მესიჯი გავუგზავნეთ ინვესტორებს და ვუთხარით, რომ ეს ქვეყანა საშიშია

583eb362a61a5
BM.GE
30.11.16 15:09
1343
ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ლარიზაციის გეგმა ინვესტორებისთვის სიგნალია, რომ ეს ქვეყანა საშიშია.

„მთელი ეს პაკეტი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ეს მესიჯი ისეთივეა, როგორც უცხოელისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა იყო.

მე საზოგადოებას სოციალურ სივრცეში ვაკვირდები და არ ვიცი ამას რომელიღაც სოფელში როგორ განიხილავენ, მაგრამ აქტიური და დაინტერესებული ჯგუფების რეაქციამ ამ ინიციატივების პაკეტზე ვფიქრობ, რომ მთავრობამდე გზავნილი მიიტანა, რომ ეს ინიციატივა შესაძლოა კიდევ გადაიხედოს. თუ გახსოვთ "ქართული ოცნება" როდესაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, მოსვლიდან მოკლე ვადაში ძალიან ბევრი უცნაური ინიციატივების გაჟღერება დაიწყო. ცხადია, მე შიდა კულუარული ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ვერსიები გამოვთქვათ. ჩემი აზრით, არჩევნებამდე ამ ყველაფრის თქმა სავარაუდოდ კარგი არ იქნებოდა, რადგან მთელ პოლიტიკურ სპექტრს წინასაარჩევნო რეჟიმში ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებზე ეკამათა და ხელისუფლება გაეკრიტიკებინა და ამიტომაც არ გააკეთეს ეს არჩევნების წინ. რადგან იგივე მთავრობა გვყავს, შესაბამისად ეს აზრები მათ მანამდეც ჰქონდათ, რაღაც ნაწილი მჟღავნდებოდა, მაგრამ ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს პოპულიზმის ნაწილი იყო, მაგალითად იგივე ონლაინ სესხებზე. მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მესიჯი გავუგზავნეთ ბიზნესს და ინვესტორებს და ვუთხარით, რომ ეს ქვეყანა საშიშია. მთელი ეს პაკეტი, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ეს მესიჯი ისეთივეა, როგორც უცხოელისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვა იყო. შეიძლება ამას ეკონომიკისთვის კონკრეტულად არაფერი ისეთი ზიანი არ მიეყენებინა, რადგან სოფლის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკის მცირე ნაწილია, მაგრამ ეს იყო გზავნილი, რომელმაც ნებისმიერ სფეროში შემოსვლის მსურველი ინვესტორი დააფრთხო. ესეც ზუსტად ასეა“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები