მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Girteka საქართველოში 1 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს

643f8d24d6220
BM.GE
19.04.23 10:39
2806
სტატიაში საუბარია:
ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი, ლიეტუვური ლოგისტიკური კომპანია „გირტეკა“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის „უცხოური პროექტების ხელშეწყობის მექანიზმის“ (FDI გრანტის) ბენეფიციარი გახდა. „გირტეკა“ აღნიშნული პროგრამის რიგით მეორე ბენეფიციარია.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, პროგრამის ფარგლებში, კომპანია მომდევნო სამი წლის განმავლობაში 400 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და 1 000 000 ევროს ინვესტიცია განახორციელებს. კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

"FDI საგრანტო პროგრამის მიზანია პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში. კერძოდ, ახალი და დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სხვა სექტორებთან ერთად, ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების აქტივობების განხორციელების შემთხვევაში 15%-მდე ქეშბექის მიღება შეუძლიათ საერთაშორისო კომპანიებს", - წერია სააგენტოს ინფორმაციაში.

„გირტეკა“ საინვესტიციო ლოკაციის შერჩევის ეტაპზე აქტიურად თანამშრომლობდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების - Invest in Georgia-ს გუნდთან ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესასწავლად და კვალიფიციური სამუშაო ძალისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო, არჩევანი საქართველოზე შეაჩერა. კომპანიამ გასულ წელს თბილისში გლობალური სერვისების ოფისი (GBS) გახსნა და ამ ეტაპზე საქართველოში 65-მდე ადამიანს ასაქმებს და მიმდინარე წლის ბოლომდე დასაქმებულთა რაოდენობის 200-მდე გაზრდას გეგმავს.

„გირტეკა” გლობალურად 23 500 ასაქმებს. კომპანიის 9 200 სახმელეთო სატვირთო ავტომობილი ყოველწლიურად 800 000 რეისს ახორციელებს ევროპაში სკანდინავიასა და დ.ს.თ.-ის ქვეყნებში.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები