მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-ს 150 000-ლარიანი გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია

ჯიტა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეცამეტე რაუნდის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია. GITA-ს ინფორმაციით, გამარჯვებულები არიან:

  • Calendo - საქართველოში ჯავშნების პირველი მარკეტფლეისი ინტეგრირებული ERP სისტემით ბიზნესებისათვის.
  • Archfix - პლატფორმა არქიტექტურული რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციისთვის.
  • The Seven Enchantments - ჰორორის ჟანრის პირველი პირის საგამოძიებო PC თამაში აერთიანებს თავსატეხებს, სიარულის სიმულაციასა და თავგადასავალს, რომელიც აგებულია შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის გარშემო.
  • BackOffice ERP - ერთიანი ციფრული სამუშაო სივრცე CRM, HRM, ინვოისისა და სხვა ინსტრუმენტებით.
  • DineRush - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მაგიდის სპონტანური დაჯავშნის აპლიკაცია (last minute reservation).
  • Sufra- სტარტაპი გვთავაზობს შეფმზარეულების მიერ შექმნილი კერძების ნაკრებებს კართან მიტანით.
  • Borbalo - აპლიკაცია შექმნილია ჯარიმების მართვის გასამარტივებლად და მანქანასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად.
  • Kursi - საქართველოში პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული, ონლაინ ვალუტის კონვერტაციის პლატფორმა.
  • Chama - სტარტაპი ეხმარება რესტორნებს პოტენციალის სრულად ათვისებასა და დატვირთულობის ოპტიმიზაციაში, დინამიკური ციფრული მენიუების სისტემით, რომელშიც ფასები იცვლება მოთხოვნა/მიწოდებაზე დაფუძნებით რეალურ დროში.
  • Starooms - ეზოთერული სერვისების (ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ტაროს კითხვა) მარკეტფლეისი, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის ფასის, ენის და სერვისის ტიპის პრეფერენციებს და ავტომატურად აკავშირებს მას სერტიფიცირებულ, სასურველი რეიტინგის მქონე პრაქტიკოსთან.
  • AutoInvest - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემა მეორადი ავტონაწილების ინდუსტრიისთვის
  • Bookinghub - დაჯავშნის პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ასობით ბიზნესსა და 800,000-ზე მეტ მომხმარებელს, დაჯავშნოს ონლაინ, ჩაეწერონ სასურველ პროცედურაზე ერთი ფანჯრის პრინციპით.
  • Edufy AI - AI-ზე დაფუძნებული EdTech პლატფორმა, რომელიც რევოლუციას ახდენს დავალებების შექმნის, გაგზავნისა და შეფასების პროცესში მასწავლებლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
  • Printomato - ინოვაციური AdTech პლატფორმა, რომელიც ციფრულ რეკლამას უფასო ფოტო ბეჭდვასთან აერთიანებს.
  • SlataDoc - Microsoft Word-ის დანამატი აგვარებს დოკუმენტების ფორმატირების პრობლემებს და იყენებს AI-ს, რათა დაეხმაროს იურისტებს სწრაფად და ეფექტურად თარგმნონ იურიდიული დოკუმენტები.
  • FlexiCheck - ინოვაციური, ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი, ტრანზაქციების მონიტორინგის პროგრამა, რომელიც ფინტექ, კრიპტო და აიგეიმინგ კომპანიებს ტრანზაქციების მონიტორინგისა და თაღლითობის გამოვლენის ინოვაციურ გადაწყვეტას სთავაზობს.
  • SmartFind.AI - B2B გაყიდვების ხელსაწყო, რომელიც „აუთსორსინგ“ სააგენტოებს ეხმარება ბიზნესის გაზრდაში.
  • DigiWine - სტარტაპი ქართულ ღვინოებს საინვესტიციო პროდუქტად აქცევს.
  • Agrolog - სტარტაპი მევენახე/მეღვინეებს სთავაზობს ტექნოლოგიურ სერვისებს სხვადასხვა მიმართულებით.
  • Amadeo - B2B SaaS Fintech პლატფორმა, რომელიც სთავაზობს SME ბიზნესს ფინანსურ ანალიტიკას, მარეგულირებელ ანგარიშგებას და სესხის განაცხადის ავტომატიზებულ პროცესს.

გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ: მარვინ ლიაო, ბილ რაიჰართი, საჩა მიჩაუდი, ქრისტოფერ ბერი, ტიმ ვაგნერი.

ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 1 ივლისს მეცამეტედ გამოცხადდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯამურად 255 სტარტაპია დაფინანსებული.

"მეცამეტე რაუნდში შემოსული განაცხადებიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში", - წერია GITA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები