მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-ს ახალი პროექტები სტარტაპების ხელშეწყობისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს გადასახადები გაუნულდებათ. ეს განცხადება დღეს კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე გააკეთა. მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს მთავრობა ძალიან მალე დაარეგისტრირებს. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის გლობალური კონკურენტურიანობისა და სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით განისაზღვრა ქვეყნის 3 ძირითადი ტექნოლოგიური მიმართულება, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს გლობალური დონის ტექნოლოგიური გადაწყვეტების საქართველოში შექმნის შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები