GITA-მ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანია Lineate-ს უმასპინძლა, რა დროსაც ორ მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შემდგომი დასაქმების მიზნით, ინფორმაციის გაცვლა მოხდა.
"გააზიარე წარმატების" მონაწილეებს სემინარი ჩაუტარდათ, რომელიც დატვირთული იყო არაერთი პრაქტიკული მაგალითით. სემინარის ფარგლებში Harrison Green-Fishback კომპანიის ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორმა The New York Times-ის, ebay Enterprise-ის და Warner Music-ის ტექნოლოგიურ გამოწვევებზე და მათ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა. გარდა ამისა, Lineate-მა სტუდენტებს გაუზიარა დეტალები Lineate Dev School-ის 3-თვიან უფასო პროგრამაზე, რის შემდეგაც ისინი კომპანიაში დასაქმებას შეძლებენ.