საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Partisia Blockchain- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორმხრივი შეთანხმების მთავარი მიზანია, საქართველოში მრავალმხრივი გამოთვლითი (MPC) და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით, ინოვაციების ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში, GITA და Partisia Blockchain მჭიდრო თანამშრომლობას იწყებენ, რაც, ერთის მხრივ, Partisia Blockchain-ის აქტიურ ჩართვასა და მონაწილეობას ქართულ ბლოკჩეინსა და Web3 ეკოსისტემაში გულისხმობს, ხოლო მეორეს მხრივ, Partisia Blockchain თავის რესურსებს GITA-ს პროგრამების ფარგლებში აღნიშნული სფეროთი დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს, საჭიროებისამებრ გრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის გზით.
Partisia Blockchain აქტიურად ჩაერთვება GITA-ს საგანმანათლებლო პროგრამებშიც და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით.
GITA ,ასევე შუამავალი იქნება Partisia Blockchain-სა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის, როგორც საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან, ისე აკადემიურ წრეებთან.
blockchain/Web3.0-ის რეგიონული ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმება.
Partisia Blockchain-ი კონფიდენციალურობის დაცვის, ურთიერთთანამშრომლობისა და მდგრადი ბლოკჩეინის გადაწყვეტილებების ლიდერია, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულ, გამჭვირვალე და დეცენტრალიზებულ მმართველობას.