მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გივი მიქანაძე უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდა

მიქანაძე

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ანდრი ბუტენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა - ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძემ უკრაინელ კოლეგას საქართველოს განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ინიციატივები გააცნო.

"მხარეებმა ყურადღება განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

საუბარი შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის სამეცნიერო-კვლევით სფეროში პარტნიორობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით ახალი შეთანხმების გაფორმებას.

ანდრი ბუტენკომ გივი მიქანაძეს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვისა და მოსწავლეებისთვის უკრაინის უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის განკუთვნილი გამოცდების ორგანიზებისთვის.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა განათლების ფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები