მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო - სამინისტრო

2323

"ოცნების" განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ემინ ამრულაევი ხელმძღვანელობდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

"გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლებისა და ზოგადი განათლების საფეხურებზე დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში სახელმძღვანელოების დროული მიწოდების უზრუნველყოფა; ეთნიკური უმცირესობების საგანმანათლებლო ინტეგრაციის მხარდაჭერის გაძლიერება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ADA-ს უნივერსიტეტთან უკვე არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაფართოება.

ემინ ამურლაევმა მადლობა გადაუხადა მინისტრს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ახალგაზრდული პროექტების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მოადგილეები - ბაია კვიციანი, თამარ მახარაშვილი და საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი ფეიზულაევამი, განათლების ინსტიტუტის დირექტორი ელნურ ალიევი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყების ცნობითვე, გივი მიქანაძე ემინ ამრულაევთან ერთად თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრა

"მინისტრებმა დაათვალიერეს განახლებული სასწავლო გარემო და ადგილზე გაეცნენ იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომლებიც სკოლაში ბოლო პერიოდში განხორციელდა.

სკოლაში სტუმრობისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ზოგადი განათლების სისტემის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

აღნიშნულ სკოლაში, ორი ქვეყნის განათლების სამინისტროების თანამშრომლობით, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი STEAM ცენტრის გახსნა, რაც მოსწავლეებს ინოვაციური საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფს",- ნათქვამია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები