საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა "ოცნების" პარლამენტის გამოკლებული წევრის, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ დავით დოლიძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.
დოლიძე ამ დრომდე მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი იყო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სხდომაზე განმარტა, დოლიძე წარდგენილია პარტიული სიის ფარგლებში — ის წარმოადგენს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიას. მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც უფლებამოსილების ცნობის პროცედურისთვისაა აუცილებელი.
კომიტეტის წევრებმა საკითხი მხარდაჭერეს და პარლამენტს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავენ.
მედიის ცნობით, 15 იანვარს გაფიცულ მოქალაქეებს მერიის სხვა თანამშრომლებთან ერთად დავით დოლიძე დაუპირისპირდა. მაშინ, თბილისის მერიაში დაადასტურეს, რომ ინციდენტში სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ დაპირისპირება მათ არ დაუწყიათ.




























