სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე სხვადასხვა სანახაობა ელოდებათ. დასწრება კი თავისუფალია.
„გიზ-გიზის“ ფარგლებში გაიმართა კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდებმა და დიჯეებმა იზრუნეს, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.
ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა. მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.
გიზ-გიზამდე სვანეთი გემო ფესტსაც მასპინძლობდა, თუმცა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დასავლეთ საქართველოში მდებარე ზამთრის კურორტებზე წელს სეზონი ჩავარდა. როგორია ამ დროისთვის მდგომარეობა მესტიაში?
სტუმარი: ირაკლი გურჩიანი - "გისტოლას" დამფუძნებელი;