გლდანის გამგეობა რაიონში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის საერთო სარგებლობის აივნების გამაგრებას გეგმავს. ამ ეტაპზე, სამუშაოები პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს საერთო სარგებლობის 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციით გამაგრდება, შეილესება და ჩატარდება სამღებრო სამუშაოები. განხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაციაც.
აღსანიშნავია, რომ საერთო სარგებლობის აივნები, ასევე, გამაგრდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებსა და მეექვსე მიკრორაიონის N10 კორპუსის V სადარბაზოში.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 350 000 ლარს შეადგენს.