მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის გამგეობამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა - რა გაკეთდა?

გლდანის გამგეობა

გლდანის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ბესიკ კალაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2023 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"მიმდინარე წლის განმავლობაში, გლდანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურა 109 086 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელი 13 მისამართზე მოეწყო; რაიონს 6 მრავალფუნქციური სკვერი შეემატა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 126 მისამართზე ჩატარდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები კი 3 მისამართზე განთავსდა; გრუნტის დამჭერი კედლის და კიბე-პანდუსის მოწყობა 6 მისამართზე დასრულდა; 46 მისამართზე ჩატარდა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, 4 მისამართზე სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, 29 მისამართზე კი - რეაბილიტირდა; სამ მისამართზე საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება განხორციელდა. შშმ პირებისთვის ელექტრო პანდუსების მოწყობის სამუშაოები 6 მისამართზე ჩატარდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 219 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, საცხოვრებელ კორპუსში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 78 შეიცვალა; 52 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 34 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

მიმდინარე წელს გამგეობამ სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ხუთი ღონისძიება ჩაატარა, სამი წინა საახალწლო ღონისძიება ამჟამად მიმდინარეობს", - ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები