მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის რაიონის შვიდ მისამართზე სპორტული მოედნები ეწყობა

5b31ea87e3977
BM.GE
26.06.18 11:24
1032
გლდანის რაიონში სპორტული სივრცეები ვითარდება. თბილისის მერიის ცნობით, მუხიანის მე-3 მიკრორაინის N10-14 კორპუსებთან ახალი სპორტული მოედანი ეწყობა.

„ამ ეტაპზე, გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა, ორ მისამართზე კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, ორ მისამართზე - I მ/რ-ის N20 ა კორპუსთან და მუხიანში მე-4 ა მ/რ-ის N17 კორპუსთან კალათბურთის მოედანი უკვე მოეწყო.“, - განმარტავენ მერიაში.

მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.

„გლდანის რაიონში როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ვახორციელებთ. ხუთ მისამართზე სრულიად ახალი კომბინირებული მოედანი ეწყობა, ორ სპორტულ მოედანს კი, რეაბილიტაცია უტარდება. ამასთანავე, ორ მისამართზე უკვე მოვაწყვეთ კალათბურთის მოედანი. გლდანის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის პროცესში აქტიურად არის ჩართული და ახალგაზრდებისთვის მეტი სპორტული სივრცის მოწყობას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „პე-ბე“ აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები