მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლდანის ხიდების რეაბილიტაციას კომპანია Construction Service განახორციელებს

5ab6122b5f588
თამუნა დემეტრაშვილი
24.03.18 14:30
1064
მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია Construction Service შეასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. ელექტრონულ ტენდერში კომპანიამ მერიას პროექტის განხორციელებაში 8 მილიონ 058 ათასი ლარი შესთავაზა, რაც საწყის ფასზე 2 მილიონით ნაკლებია. ის ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" "ტენდერების მონიტორის" მონაცემებით, შპს Construction Service-ს 3,8 მილიონი ლარის მოგებული კონტრაქტები აქვს, აქედან 6 გამარტივებული შესყიდვით. კომპანიამ 2016 წელს "აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მოიპოვა დაფინანსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები