მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში, დევნილების საცხოვრებელი შენობა თვითიზოლაციიდან მოიხსნა

5e9feb387e6ad
BM.GE
22.04.20 10:58
1037
თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსი თვითიზოლაციიდან მოიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

"თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ. ჯამში გამოკვლეული 83 პირიდან, შედეგი ყველა შემთხვევაში უარყოფითია.

დევნილთა საცხოვრებელ შენობაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ პირს, COVID-19 ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ამ ხნის განმავლობაში, კორპუსის მაცხოვრებლები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. ორკვირიანი ვადის გასვლის შემდეგ, მაქსიმალური პრევენციის მიზნით, ყველა მათგანს ტესტი ჩაუტარდა. ამ დროისთვის, აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები თვითიზოლაციიდან უკვე მოიხსნენ", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები