მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში კიდევ ერთ ქუჩაზე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები

5df8ea54d8e89
BM.GE
17.12.19 22:14
1098
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩაზე (ყოფილი ხიზაბავრის) საგზაო სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაობის შედეგად, 1 710 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყობა, ასფალტის საფარი კი დაახლოებით, 17 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკი და ბორდიური.

აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა, რის შემდეგაც, გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები დაეწყო. ამ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება და ასფალტის საფარი იგება. საგზაო სამუშაოები ხარაძის ქუჩაზეც ჩატარდება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ხიზაბავრის ქუჩას, მასთან არსებულ ორ ჩიხსა და ერთ გასასვლელს არქიტექტორ თეიმურაზ ბოჭორიშვილის სახელი მიენიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები