მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში კიდევ ერთი სკვერი მოეწყო - ბიუჯეტი 575 421 ლარი

გლდანი

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი მოეწყო. სამუშაოები 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი,
ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა განთავსდა . ამასთან, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი
სისტემები.

ადგილზე განხორციელდა გამწვანების სამუშაოები - დაითესა ბალახი და დაირგო ხე მცენარეები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 421 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები