მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში ორი სკვერის მოწყობაზე ₾500 ათასამდე დაიხარჯა

სკვერები

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, მერვე მიკრორაიონში N2-N4 და მეშვიდე მიკრორაიონის N6ა კორპუსებთან არსებული დაზიანებული სკვერები სრულად რეაბილიტირდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორივე სკვერისთვის, ჯამში, 469 911  ლარი დაიხარჯა.

„სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. 

ამასთან, მერვე მიკრორაიონის N1 საცხოვრებელ კორპუსებთან 16-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა  და ავტომობილებისთვის საპარკინგე სივრცე მოეწყო“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასრულებულ პროექტებს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები