მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში, თეთრი ტბის დასახლებაში, გზის მოწესრიგებაზე ₾1 400 000 დაიხარჯება

648c750406d00
BM.GE
16.06.23 19:45
610
გლდანში, თეთრი ტბის დასახლებაში გზის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, თეთრი ტბის დასახლებაში საგზაო პროექტს ახორციელებს. ამჯერად, კალანდაძის ქუჩის მონაკვეთისა და თეიმურაზ ბატონიშვილის I, II შესახვევისა და ბორჩალოელის ქუჩების მონაკვეთებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, 1 600 გრძივ მეტრზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი, 9 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი დაიგება ასფალტის საფარი, რისთვისაც 1 400 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები