მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანში, წყაროს ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება - ბიუჯეტი 1 150 000 ლარი

64b0f33f24404
BM.GE
14.07.23 11:01
651
გლდანის რაიონის გამგეობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, წყაროს ქუჩის კეთილმოწყობას ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ჰქონდა.

სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 500 გრძივ მეტრამდე მოეწყო, 13 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე კი, ასფალტის საფარის დაგება სრულდება. აღნიშნული პროექტისთვის, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 1 150 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები