მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

5d1dedec034c2
BM.GE
04.07.19 16:13
752
სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტირებული ხიდი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გახსნა.

თბილისის მერის თქმით, ხიდები იმდენად ავარიულ მდგომარეობაში იყო, რომ ისინი, ფაქტობრივად, თავიდან აშენდა.

"ავჭალაში სამი ახალი ხიდი აშენდა. არსებული ხიდები უმძიმეს მდგომარეობაში იყო. დასაწყისში იგეგმებოდა ხიდების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება, თუმცა ავარიულობიდან გამომდინარე ეს ხიდები, დავანგრიეთ და შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან ავაშენეთ. გასულ წელს დაწყებული პროექტის განხორციელებაში 8 მლნ ლარი დაიხარჯა. ამჟამად დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელსაც შემდგომი კვირების განმავლობაში განვახორციელებთ. ასევე, გამწვანდება შუა გამყოფი ზოლი. ამასთან, ჩვენ ვამუშავებთ ძალიან საინტერესო პროექტს - გამყოფ ზოლში ვაპირებთ ველობილიკის მოწყობას. მიხარია, რომ ხიდების რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული მასალები საქართველოშია წარმოებული", - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "კონსტრაქშენ სერვისი" განახორციელა. აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 424 771 ლარი დაიხარჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები