მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Glencore და კატარის სუვერენული ფონდი რუსული Rosneft-ის 19,5%-ს $11,3 მილიარდად შეიძენენ

584909cad2c8a
BM.GE
08.12.16 11:20
1958
კომპანია Glencore და კატარის სუვერენული ფონდი რუსული „როსნეფტის“ 19,5%-ს შეიძენენ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეს 2016 წლის ყველაზე მსხვილი საპრივატიზებო შეთანხმებაა, რომლის შედეგადაც კრემლი ქვეყნის უმსხვილეს ნავთობკომპანიაში აქციებს თმობს. გარიგების ღირებულება 11 მილიარდ დოლარს აღემატება.

"როსნეფტში" აქციების 19%-ს უკვე ფლობს ბრიტანული BP, თუმცა საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ რუსეთის მთავრობა რჩება.

ორ წლიანი რეცესიის შემდეგ, სახელმწიფო საწარმოებში წილის დათმობით, რუსეთი საბიუჯეტო დეფიციტის შევსებას ცდილობს.

Glencore-ს და კატარის სუვერენულ ფონდს კომპანიაში თანაბარი რაოდენობის აქციები ექნებათ და ისინი მისი მფლობელი, როგორც კონსორციუმი გახდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები