იმ ამვტომფლობელებს, რომლებმაც ავტომობილები შეიძინეს და 1 აპრილამდე ტრანსპორტირების დაწყება ვერ მოესწრო, GLOBAL AUTO IMPORT განბაჟების გაზრდილ ტარიფს დაუკომპენსირებს - ასე გამოეხმაურა ახალი კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მომხმარებლის კითხვებს ავტოიმპორტიორი კომპანია.
"ჩვენთვის, პირველ რიგში, ჩვენი მომხმარებლის სიმშვიდე და კმაყოფილებაა მნიშვნელოვანი, ამიტომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ ავტომობილების განბაჟების გაზრდილ ხარჯებზე, რომელთა ტრანსპორტირებაც დიდი მოთხოვნისა და გადატვირთული ლოგისტიკის გამო შეფერხდა (აღნიშნული ეხება მხოლოდ ე.წ "ბირკით" 2020 წელს ქვემოთ ავტომობილებს).
იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ავტომობილები ამერიკის აუქციონებზე ჩვენს მიერ გამოცხადებული შეზღუდვებისა და პირობების დაცვით შეიძინეს, თუმცა მათი ტრანსპორტირების დაწყება 1 აპრილამდე ვერ მოესწრო, კომპანია ახალი კანონით გათვალისწინებული განბაჟების გაზრდილი ტარიფები დაუკომპენსირდებათ, იმ მოცულობით რა სხვაობაცაა კანონის ძალაში შესვლამდე ტარიფებსა და ახალ ტარიფებს შორის", - აცხადებენ ავტოიმპორტიორ კომპანიაში.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა 71 ხმით 11-ის წინააღმდეგ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ტარიფებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივა დაჩქარებული წესით მიიღო. ცვლილება შეეხება ყველა ავტომობილს, რომელიც 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ იყო საქართველომდე ტრანსპორტირების პროცესში, შესაბამისად, იმ ავტომობილებს რომელთა ტრანსპორტირებაც ამჟამად დაწყებული არაა, გაძვირებული განბაჟების აქციზი შეეხება.
ცვლილება ქვეყანაში ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს და ის აძვირებს როგორც 6 წლამდე ავტოიმპორტის აქციზსს, ასევე 6 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული ავტომობილების აქციზსს.
1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
1 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.
6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილები აქციზის 60%-ის შეღავათით ისარგებლებენ.




























