მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გლობალ ავტოიმპორტი” - სომხეთის ბაზარი უკრაინის და პოლონეთის ბაზრებმა ჩაანაცვლა

5fb54a44bd940
ლიკა გურაბანიძე
18.11.20 23:40
1401

“გლობალ ავტოიმპორტის” დამფუძნებელმა ვანო ბიჩინაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა, რომ კომპანიამ ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინა. მისივე თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში ავტომობილების იმპორტის კლების მიუხედავად, ტენდენცია ახლა უკეთესია.

“ავტომობილების ბაზარზე პირველ რიგში გავლენა პანდემიამ მოახდინა. ასევე გავლენა სომხეთის ბაზარზე შეზღუდვებმაც იქონია, რადგან ეს ბაზარი ჩვენთვის უმსხვილესი იყო და დღეს იქ ვეღარ გავდივართ, რაც რა თქმა უნდა, კომპანიაზე ცუდად აისახა. ჩვენ კომპანიას 10 თვის განმავლობაში იმპორტის ნაწილში კლება 40-50%-ით ჰქონდა, თუმცა მიუხედავად კლებისა დღეს ტრენდი უკეთესობისკენ მოდის.

სომხეთის გარდა ალტერნატიულ ბაზრებს თუ შევხედავთ აზერბაიჯანის ბაზარი ძალიან კარგად მუშაობს და პანდემიის პერიოდში ჩვენ უკრაინის და პოლონეთის ბაზრებზე გავედით. სომხეთის ბაზარი ამ ბაზრებმა ჩაანაცვლა და ბალანსი შედგა. სამომავლოდაც აზერბაიჯანის მიმართულებით დიდი პერსპექტივები ისახება.

ბოლო პერიოდში სასიკეთო ძვრები შეინიშნება, რაც მათ შორის ვაქცინის გამოსვლაზე საუბარს უკავშირდება. ჩვენი მოლოდინებიც ოპტიმისტურია", - განაცხადა ბიჩინაშვილმა.

ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი შემცირდა - მიზეზები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები