მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გლობალ ავტოიმპორტი”: წელს, რეექსპორტის მინიმუმ 50%-იან ზრდას ვვარაუდობთ

61dc3de0c5d90
ლიკა გურაბანიძე
10.01.22 23:33
781

“2022 წელს გასულ წელთან შედარებით რეექსპორტის მინიმუმ 50%-იან ზრდას ვვარაუდობთ.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “გლობალ ავტოიმპორტის” დამფუძნებელმა ვანო ბიჩინაშვილმა განაცხადა.

როგორც ბიჩინაშვილმა განმარტა, წელს, შესაძლოა კომპანიამ 2019 წლის მონაცემებსაც კი გადაასწროს.

“2022 წლის პროგნოზები იმედიანია, თუმცა ვნახოთ რეგიონში როგორი სიტუაცია იქნება, ასევე რამდენად დასტაბილურდება პანდემია. 2021 წლის აგვისტოდან, კომპანიის გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანის მიმართულებით. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, აზერბაიჯანის ბაზარზე რეექსპორტი 2020 წელთან შედარებით 2021 წელს 30-40%-ით გაიზარდა”, - აღნიშნა ვანო ბიჩინაშვილმა.

კომპანიის დამფუძნებელი 2021 წელს გაყიდვების დადებით დინამიკაზეც საუბრობს. მისი თქმით, “გლობალ ავტოიმპორტის” უმსხვილესი ბაზარი აზერბაიჯანია და 60% რეექსპორტზე სწორედ იქ გადის. ბიჩინაშვილის განმარტებით, 2022 წელს აზერბაიჯანის ბაზარს ზრდის პოტენციალი კვლავ აქვს, რის გამოც ის მიმდინარე წლის ბოლოს აზერბაიჯანში რეექსპორტის 100%-იან ზრდას ვარაუდობს.

ცნობისთვის, 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მოცულობამ, საქსტატის მონაცემებით, 413 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით 14.5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები