რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ საქართველოში საერთაშორისო კომპანია „Global Benefits Group“-ისა და Georgian Industrial Group-ის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, 2017 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე ის მყარად მიჰყვება განვითარების დასახულ გეგმას.
ახლახან სადაზღვევო კომპანიამ ფუნქციონირების 9-თვიანი პერიოდი შეაჯამა და გავლილ გზას დადებითად აფასებს, რადგან ამ დროის განმავლობაში „ბენეფისტი“ წარმატებით თანამშრომლობს 90-მდე კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან და ემსახურება 14 000 დაზღვეულ პირს. 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მხოლოდ 9 თვის განმავლობაში, კომპანიამ მოიზიდა 5 640 918.82 ლარის ოდენობით პრემია.
„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის სადაზღვევო კომპანია, რომელმაც ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადა მკურნალობა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კლინიკაში, ვინაიდან „ბენეფიტსის“ ყველა პოლისი გულისხმობს საერთაშორისო დაფარვას; გარდა ამისა, ქართულ ბაზარზე შემოიტანა და დაამკვიდრა ინოვაციური პროდუქტები, რომელთა შორის განსაკუთრებულია კრიტიკული დაავადებების დაზღვევა - ეს პროდუქტი ითვალისწინებს მძიმე და რთული დიაგნოზის დადგენისას (ავთვისებიანი სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და ძირითადი ორგანოს გადანერგვა) განსხვავებული ლიმიტებით ერთჯერადი ფულადი ანაზღაურების გაცემას დაზღვეული პირისთვის.
„ბენეფიტსი“ ორიენტირებულია მომსახურების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაზე, რასაც კომპანიასთან ყველა საქმიანი შეხებისას ადვილად გრძნობს მისი ნებისმიერი კლიენტი.
2018 წლის განმავლობაში კომპანია საკუთარ მომხმარებლებს საინტერესო სიახლეებს შესთავაზებს.

























