მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Finance-მა მსოფლიოში საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

გომშიაშვილი
სტატიაში საუბარია:

Global Finance-მა მსოფლიოში საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" “საქართველოს ბანკის” მარკეტინგისა & ციფრული მომსახურების მთავარმა ოფიცერმა, ლევან გომშიაშვილმა განაცხადა.

დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლონდონში გაიმართა, Global Finance-მა მსოფლიოსა და რეგიონის საუკეთესო როგორც სამომხმარებლო, ასევე კორპორატიული ციფრული ბანკები გამოავლინა.

გომიაშვილის ინფორმაციით, Global Finance-ის ციფრული ბანკების დაჯილდოების ისტორიაში, CITY 8 წელი იგებდა და 2024 წლის მონაცემებით, მისი ადგილი საქართველოს ბანკმა დაიკავა.

"პროექტის ფარგლებში ფასდება პროდუქტები, სერვისები და ის შესაძლებლობები, რასაც მომხმარებლებს ციფრული არხებიდან ვაწვდით. შეფასდა რამდენად სწრაფად შეუძლიათ მოხმმარებლებს ესა თუ ის სერვისი გამოიყენონ, ამასთან რამდენად ინოვაციური და ხელმისაწვდომია, მსოფლიოში სხვა ბანკებთან მიმართებაში.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მომხმარებელბის ნდობა და მათ მიერ ყოველდღიურად ან ყოველთვიურსად ჩვენი პროდუქტების გამოყენებაა. ეს ჯილდო კი იმ გაწეული სამუშაოს აღიარებაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლების უკუკავშრზე დავნერგეთ და გავაუმჯობესეთ. მომხმარებლები ამ ყველაფერს იგრძნობენ იმით, რომ ტემპს არ დავაგდებთ. ტემპი გასაზრდელია. ამ წელსაც ბევრი მაგარი რაღაც დავნერგეთ. ყველა მიმართულებაში, როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბიზნესის მომხმარებლების არხებშიც. უბრალოდ გვინდა, რომ კიდევ უფრო სწრაფად ვიაროთ. ვფიქრობთ, ტემპი ის ერთ-ერთია იმისათვის, რომ ეს ჯილდო დაიმსახურო.

6 წლის წინ, ჩვენ დაახლოებით ყოველთვიურად 350 000 აქტიური მომხმარებელი გვყავდა, ხოლო წელს მათმა რიცხვმა 1.5 მლნ მომხმარებელს გადააჭარბა. ამასთან, ბავშვებისთვის შექმნილ აპლიკაციას, დაახლოებით 130000 მოსწავლე მოიხმარს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ აპლიკაციის მთავარი ნაწილი არის ფინანსური განათლება, გვინდა, რომ რეგიონებშიც ბავშვებმა მეტად გამოიყენონ. ამით მათ მეტად დავეხმაროთ,"- განაცხადა გომშიაშვილმა.

გარდა ამისა, კომპანიამ Ad Black Sea-ის აღიარებაც მოიპოვა და მესამედ ზედიზედ "საუკეთესო დამკვეთის" ჯილდო მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები