Global Finance-მა საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 9 გლობალურ და რეგიონულ კატეგორიაში დაასახელა. მათ შორის, საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ და საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად მსოფლიოში.
კატეგორიების გამარჯვებულები ჟიურიმ ფინანსური ინსტიტუტების მიერ შექმნილი ციფრული პროდუქტების, შეთავაზებების, მოზიდული მომხმარებლების რაოდენობის, განხორციელებული ციფრული ინიციატივებისა და მიღებული შედეგების მიხედვით გამოავლინა.
მსოფლიო:
- საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად მსოფლიოში;
- საქართველოს ბანკი აღიარებულ იქნა, როგორც მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
- საქართველოს ბაკს აქვს მსოფლიოში საუკეთესო ონლაინ სახაზინო სერვისები კორპორატიული მიმართულებით ;
- საქართველოს ბანკს მსოფლიოში საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს კორპორატიული მიმართულებით;
- საქართველოს ბანკის დაკრედიტება სამომხმარებლო მიმართულებით საუკეთესოდ იქნა აღიარებული მსოფლიოში;
- საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა ციფრული გადახდების მიმართულებით;
- ამასთან, საქართველოს ბანკი დასახელდა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის მქონე ბანკად მსოფლიოში.
ცენტრალი და აღმოსავლეთ ევროპა:
- საქართველოს ბანკი დასახელდა საუკეთესო ციფრულ ბანკად ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
- საქართველოს ბანკი აღიარებულ იქნა როგორც საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
„თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საქართველოს ბანკში მიზნად დავისახეთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მოწინავე, თანამედროვე საბანკო სერვისები და პროდუქტები, რომლებიც მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე იქნება მორგებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს, რათა ფეხი აუწყოს მოწინავე ტექნოლოგიურ სიახლეებს და შექმნას ინოვაციური საბანკო გამოცდილება 1.5 მილიონზე მეტი მომხმარებლისათვის. Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება 9 კატეგორიაში მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს არის ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასება. მინდა მივულოცო ჩვენს 8000-ზე მეტ გუნდის წევრს ეს გამარჯვება და მადლობა გადავუხადო მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის შექმნის პროცესში შეტანილი წვლილისათვის“, - აღნიშნავს გიორგი ვახტანგიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
ინფორმაციისთვის, საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.