საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებისას საქართველოს ბანკი 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ბანკმა ქვეყანაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო.
საუკეთესო ციფრული ბანკის გამოსავლენად, Global Finance-მა რეგიონში ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა. გამარჯვებულებს გამოარჩევდა ბიზნეს მომხმარებლების მოზიდვის და მათთვის ციფრულად მაღალი დონის მომსახურების გაწევის სტრატეგია, ბიზნესის მხრიდან ციფრული შეთავაზებების წარმატებით გამოყენების და მათი მრავალფეროვნების, ციფრული ინიციატივებით ხელშესახები ბენეფიტების შექმნის მაგალითები, ინტერნეტ და მობილ ბანკის დიზაინი და ფუნქციონალები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმართულებით საქართველოს ბანკმა დამატებით არაერთ ქვეკატეგორიაშიც გაიმარჯვა, მათ შორის - ჯილდო ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მობილბანკისთვის, საუკეთესო SME პლატფორმისთვის, საინვესტიციო მომსახურებისთვის და სხვა.
„საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი მისია ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ის პროგრესი, რომელიც ბიზნეს მობილბანკმა და ბიზნეს ინტერნეტბანკმა გასული წლის განმავლობაში განიცადა, აღიარებული იქნა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, წარმატებით ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ბიზნესებმა ფინანსური და არაფინანსური პროდუქტებით ისარგებლონ. აღსანიშნავია ბიზნეს ნაკრებებიც, რომელიც საბანკო და სხვა ტიპის პროდუქტების დისტანციურად გამოყენებას ამარტივებს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბიზნეს მენეჯერი, როგორც ყოვლისმომცველი ციფრული პლატფორმა მეწარმეებისთვის. ბიზნეს ინტერნეტ ბანკი და ბიზნეს მობილბანკი კი ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მომხმარებლებისთვის ვქმნით ეფექტიან, პრაქტიკულ ხელსაწყოებს, რაც მათ ბიზნესის გაძლიერებასა და მიზნების მიღწევაში ეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესისთვის ერთიანი, ყოვლისმომცველი ციფრული ეკოსისტემის განვითარებას. ამ პროცესში კი მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის და ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, გამარჯვებულების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო კლასის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.