Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა. ეს ზედიზედ მესამე საერთაშორისო აღიარებაა. თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა და ბაზრის წილი. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელმაც ჯილდო განაპირობა, თანამედროვე Bulk Cash-in აპარატია, რომელიც თიბისიმ, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ჯერ კიდევ 2021 წელს დანერგა. ამ დროისთვის თიბისის ფილიალებსა და კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე ჯამში 100 აპარატია განთავსებული. აპარატებმა 2023 წელს 2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო.
სტუმრები: ქეთევან კანდელაკი - თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დირექტორი;
ფიქრია გვიშიანი - Retail Group Georgia ჯგუფის ფინანსური დირექტორი;