მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Global Finance: მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 108-ე ადგილზეა

58b985449ee43
BM.GE
03.03.17 19:00
2125
ჟურნალმა Global Finance მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. აღნიშნული რეიტინგიდან ხუთ ქვეყანას გამდიდრებაში კარგად განვითარებული ფინანსური სექტორი და დაბალი გადასახადები ეხმარება, რომელიც ქვეყანაში კაპიტალს იზიდავს. რეიტინგში მაკაო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კაზინოებისა და ტურიზმის ხარჯზე მდიდრდება.

გარდა ამისა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სიაში მოხვედრილ ყველა ქვეყანას ერთი რამ აერთიანებს - მათი მოსახლეობა არც ისე დიდია.

Global Finance-მა ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (ნომინალი) მიხედვით გამოითვალა.

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგია:

1. კატარი (მშპ $129 512 ერთ სულ მოსახლეზე)
2. ლუქსემბურგი (მშპ-ს $100 991 ერთ სულ მოსახლეზე)
3. მაკაო (მშპ $87 845 ერთ სულ მოსახლეზე)
4. სინგაპური (მშპ $86 854 ერთ სულ მოსახლეზე)
5. ბრუნეი (მშპ $77 662 ერთ სულ მოსახლეზე)
6. ქუვეითი (მშპ $70 587 ერთ სულ მოსახლეზე)
7. ირლანდია (მშპ $69 374 ერთ სულ მოსახლეზე)
8. ნორვეგია (მშპ $69 031 ერთ სულ მოსახლეზე)
9. არაბთა გაერთიანებული საემიროები (მშპ $67 947)
10. სან-მარინო (მშპ $64 465 ერთ სულ მოსახლეზე)

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 63-ს, რუსეთი 52-ს, ხოლო სომხეთი კი 114-ზე.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები