ინტერვიუში მსოფლიოში 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვედრილი ვლადიმერ აფხაზავა ამბობს, რომ ის და მისი სკოლა ცდილობს, ბავშვებს სირთულეების გადალახვა და სოციუმში ღირსეული ადგილის დამკვიდრება ასწავლონ.
მისი თქმით, ბავშვები მომავალს მომზადებულები უნდა შეხვდნენ.
„მე ვცდილობ მათ სითბო და სიყვარული მივცე, რაც ასე ძალიან სჭირდებათ", - ამბობს აფხაზავა.
შეგახსენებთ, რომ მას მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მოპოვების და 1 მილიონი დოლარის მოგების შანსი აქვს.

























