30 ოქტომბერს, აშშ-ში, ქართული საექსპორტო პროდუქტების გამოფენა გაიმართა, რომლის ორგანიზებაც Globalize-ის გუნდმა და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უზრუნველყო. გამოფენა “USAID სოფლის მეურნეობის პროგრამასა” და “ლიბერთი ბანკთან” პარტნიორობით განხორციელდა.
გამოფენის მიზანია, ერთი მხრივ, გააერთიანოს იმპორტიორები, დისტრიბუტორები, საცალო ქსელები და საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე სხვა პარტნიორები, მეორეს მხრივ კი, მათ წინაშე წარადგინოს ქართული ბიზნესი და საექსპორტო შესაძლებლობები ამერიკის ბაზრისთვის.
Globalize აქტიურად მუშაობს ექსპორტის მიმართულებით და ეხმარება ქართველ ექსპორტიორებს ამერიკის ბაზარზე გაფართოებაში. საგამოფენო სივრცეში 35-მდე ქართული საექსპორტო პროდუქტი იყო წარმოდგენილი. მსგავსი გამოფენები ეხმარება ექსპორტიორებს, დაამყარონ კონტაქტები, შეიძინონ ახალი სტრატეგიული პარტნიორები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით გააფორმონ ხელშეკრულებები.
Globalize-ის მორიგი საექსპორტო გამოფენა ნიუ-იორკში 4 ნოემბერს გაიმართა.