მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს კაპიტალის ბაზრებისთვის - თორნიკე მჭედლიშვილი

თორნიკე

"გლობალურად განაკვეთების შემცირება მოსალოდნელია, მაგრამ საქართველოში არ ვფიქრობ, რომ სავალუტო სესხებზე, საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს," -ამის შესახებ BM.GE-ს თიბისი კაპიტალი ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკე მჭედლიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება 2024 წლის ბოლოს 2025 წლის დასაწყისში არის მოსალოდნელი.

„საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, საქართველოზე გავლენა შეიძლება იმ კუთხით ჰქონდეს, რომ შესაძლებელია უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების განაკვეთი შემცირდეს, რამაც ლარის დეპოზიტებზე მეტი მოთხოვნა გამოიწვიოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც შეიძლება გამოიწვიოს არის ის, რომ ლარში სესხების გაცემაც უფრო გაიზარდოს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ქართულ ბაზარსაც შეეხოს გლობალურ ბაზრებზე გაიაფება, თუმცა ამის შეფასება უფრო რთულია, რადგან თუ შევხედავთ სტატისტიკას, სახაზინო ობლიგაციებზე, მაშინ როდესაც ამერიკასა და ევროპაში საპროცენტო განაკვეთები მცირდება, მაშინ საქართველოში სესხებზე მოგებიანობა არ იცვლება ხოლმე, შესაბამისად, არ მგონია, რომ ამან ძალიან დიდი ეფექტი იქონიოს იმაზე, რომ ჩვენთან სავალუტო სესხები შემცირდეს.

რაც იყო 2020-2021 წელს, როდესაც სავალუტო სესხები 4.5-5.5%-ში გაიცემოდა, იმ დროს ჩვენ ვერასდროს დავუბრუნდებით, რადგან მაშინ სახაზინო განაკვეთები ცენტრალურ ბანკებში 0-თან ახლოს იყო, დღესდღეობით ეს გამორიცხულია, რადგან, ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთები დაახლოებით 2.5% გრძელ ვადაში იქნება,“-აცხადებს მჭედლიშვილი.

მისივე ცნობით, გლობალურ ბაზარზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს ქართული კაპიტალის ბაზრებისთვის. ზოგადად, თუ რა საპროცენტო განაკვეთებში მოახერხებენ ქართული კომპანიები ობლიგაციების გამოშვებას და დაფინანსების აწევას.

გარდა ამისა, 2024-2025 წლის კუთხით, საერთაშორისოდ რეცესია მოსალოდნელი არ არის, თუმცა საპროცენტო განაკვეთების შემცირება როგორც ამერიკაში, ევროზონასა და ბრიტანეთში სავარაუდოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები