მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გლობალურ ბირჟაზე შაქრის ფასი მკვეთრად შემცირდა

შაქარი

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი მკვეთრად ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთწლიან პერიოდში ვარდნა 33%-ია, ხოლო ერთ კვირაში კორექცია 7%-ს შეადგენს.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული.

ამას ისიც ემატება, რომ ბირჟაზე კაკაო გაიაფებულია, ხოლო კაკაოსა და შაქარს შორის ყოველთვის არსებობს ინდუსტრიული კორელაცია.

თუკი სამომავლო პროგნოზებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ანალიტიკოსები შაქრის ზედმეტად გაძვირებას ან უფრო მეტად გაიაფებას არ მოელიან, რადგან მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი ამჟამად დასტაბილურებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები