საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე შაქრის ფასი ისევ ეცემა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთწლიან პერიოდში ვარდნა 20%-ია, ხოლო ერთ კვირაში კორექციის მაჩვენებელი 4%-ს აღწევს.
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე შაქრის გაიაფება მიწოდების დასტაბილურებასთან და გლობალური დეფიციტის აღმოფხვრასთან არის დაკავშირებული.
ამას ისიც ემატება, რომ ბირჟაზე კაკაო გაიაფებულია, ხოლო კაკაოსა და შაქარს შორის ყოველთვის არსებობს ინდუსტრიული კორელაცია. თავად კაკაოს ვარდნის მაჩვენებელი ერთ წელიწადში 62%-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება, ჰორმუზის სრუტის გადაკეტვა და ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების ზრდა შაქრის გლობალურ ფასზე არსებითად არ ასახულა.
ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, საშუალოდ კილოგრამი შაქრის ფასი საქართველოში 1.7-2 ლარის ფარგლებშია.




























