გაეროს სურსათის ორგანიზაცია (FAO) მსოფლიოში ზეთისა და ზეთოვანი კულტურების გაძვირებული ფასების შესახებ წერს. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში მცენარეული ზეთის ღირებულება 6%-ით, ზეთოვანი კულტურების ფასი კი 7.8%-ით გაიზარდა მან 2018 წლის მაისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვეებელს მიაღწია.
FAO აღნიშნავს, რომ სოიოს, მზესუმზირისა და პალმის ზეთის ნედლეულის გაძვირებას სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის მოსალოდნელი მოსავლის შემცირება და COVID-19-ის მიერ მიწოდების ჯაჭვში შეტანილი კორექტირებები განაპირობებენ.
FAO წერს, რომ შავიზღვისპირეთის რეგიონში არასახარბიელო ამინდის გამო, მზესუმზირის წარმოების ძირითად მხარეებში მოსავალი გაუარესებულია.
“მზესუმზირის ზეთის საერთაშორისო ფასებმა სექტემბერში მკვეთრი ზრდა განიცადა, რის შედეგადაც მან რამდენიმე წლის მაქსიმუმს მიაღწია. ამ ზრდას ჩვენს მიერ შავიზღვისპირეთის ქვეყნებში მოსავლის გაუარესების შესახებ დასახელებული ფაქტორები განაპირობებდნენ,”- ნათქვამია ანგარიშში.
შემცირებულია მოსალოდნელი მოსავალის მოცულობა სოიოზეც, რაც სიოს ზეთის ფასის მატებას განაპირობებს. ამის მთავარი მიზეზი კი აშშ-სა და სამხრეთ ამერიკაში არსებული კლიმატური პირობებია.