ფორუმებს ზოგადად ერთი თავისებურება ახასიათებს, იგეგმება, იმართება სრულდება და სულ ეს არის. ხშირად ათობით სპიკერისა თუ ასობით სტუმრის შეკრება კონკრეტულ შედეგზე სწორებას არც კი აკეთებს. გასულ პარასკევს გამართული შეკრება ალბათ ამ ნაწილშიც გამონაკლისი და საინტერესოა. გარდა იმ გამომსვლელებისა, რომელიც ბილტმორში დილიდან საღამომდე ერთი მთლიანი დღის ნაწილი იყვნენ, ფორუმის ბარგლებში b2b შეხვედრებიც გაიმართა და გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი, მათ შორის გაიმართა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივას შორის. ასევე, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახეთი-სლოვენიის ბიზნეს კლუბს შორის.
სტუმარი: ამირან მაკარაძე - საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა; იურდიული მრჩეველი /პალატის ბორდის წევრი


































